დანაშაული ამას ჰქვია! - რას წერს სალომე ზურაბიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსზე

რა ეტაპზეა გელათის სარეკოსნტრუქციო სამუშაოები და რატომ დუმს საპატრიარქო? - სალომე ზურაბიშვილი განმარტებებს ითხოვს.  განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და პირდაპირ დაწერა, რომ გელათის გარშემო მიმდინარე პროცესები დანაშაულია.

"დანაშაული ამას ქვია! ანტიეროვნული! საპატრიარქომ ხომ აიღო წულუკიანის უწყებასთან ერთად გარკვეული პასუხისმგებლობა! ვინმე აპირებს, რომ ჩვენ - ანუ ხალხს ჩაგვაბაროს ანგარიში ?"- წერს სალომე ზურაბიშვილი 

შეგახსნეებთ, რომ ოცნებამ სამონასტრო კომპლექსის სამუშაოებისთვის საპატრიარქოს 7 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას, ირაკლი კობახიძის ხელმოწერა აქვს.