შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული განყოფილების ბაზას მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონული განყოფილების ბაზაზე სუფსაში, ი.ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დანაყოფის დანიშნულება და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

სტუმრებისთვის ბაზის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, ასევე, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა. რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური სამთო-სამაშველო უნარ-ჩვევებისა და ეჭვმიტანილების დაკავების ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს.