აიღეთ კონტროლი თქვენს მთავრობაზე - ტრამპის მიმართვა ირანელ ხალხს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ირანელ ხალხს მიმართა. ტრამპმა მათ ხელისუფლების საკუთარ ხელში აღებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ამის შესაძლებლობა ირანის მოქალაქეებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების დასრულებისთანავე მიეცემათ.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ში გავრცელდა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ირანელი ხალხისთვის ისტორიული შანსია.

„როდესაც ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ კონტროლი თქვენს მთავრობაზე. ის თქვენი გახდება. ეს, სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო თაობების განმავლობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.