ირანის სარაკეტო იერიშს აბუ-დაბიში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირა­ნის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად აბუ-და­ბი­ში ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ირა­ნის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი აბუ-და­ბი­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ში ჩა­მო­ვარ­და:

"ეს ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვაა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი ამ ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის უფ­ლე­ბას იტო­ვებს“, - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცოტა ხნის წინ, ირან­მა აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა.