ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.