"გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი" - რას წერს გვარამია ციხიდან

რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია მის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს გვარამია.

ამასთან, გვარამია უცხადებს მხარდაჭერას „ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს!“, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ.

ასევე, გვარამია განცხადებაში „ლელოზე“ და გიორგი გახარიაზე საუბრობს და მათ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს.

„რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა". სამწუხაროა”, - წერს ნიკა გვარამია.