ISSA-ს კვლევა: „ოცნება“ - 35.8%, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 18%, ენმ - 16.6%, „ლელო“ - 9,5, გახარია - 10%

ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის  თანახმად, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება” — ივნისი – 35.8%; მაისი – 35.2%
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის” — ივნისი – 18%; მაისი – 17%
  • „ერთიანობა – ენმ “—  16.6%; მაისი – 14.6%
  • „ლელო“ – ძლიერი საქართველო — ივნისი – 9.5%; მაისი – 13.4%
  • „გახარია საქართველოსთვის” — ივნისი – 10%; მაისი – 12.4%.

თბილისში „ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს 23%; მაისში ეს რიცხვი 24.6% იყო.

რაც შეეხება სხვებს:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის” — 21%;
  • „ერთიანობა – ენმ “—  16.5%;
  • „ლელო“ – ძლიერი საქართველო — 10.6%;
  • „გახარია საქართველოსთვის” — 15.7%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს. 

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.