პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„ვულოცავთ ბატონ გიორგის, ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი დადგენილების მიღების შემდეგ.