გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს .
შედეგად გენერალურ პროკურატურას 5 მოადგილე ჰყავს: ახლად დანიშნული გიორგი გვარაკიძე, გიორგი ბადაშვილი, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი, ზურაბ ბელთააძე.
გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.
დანიშვნამდე ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. გვარაკიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა პროკურატურაში.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყაველაშვილი კი ფინანსთა სამინისტროში, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.