გაერომ საქართველოს დევნილების დაბრუნების რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.

რეზოლუცია, სახელად „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

კენჭისყრის შედეგები:

რეზოლუციას მხარი 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 49 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს:

ბელარუსი
კუბა
ჩრდილოეთ კორეა
ეკვატორული გვინეა
მალი
ნიკარაგუა
რუსეთი
სუდანი
ზიმბაბვე
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა – აღსანიშნავია, რომ ჩინეთს მხარი ამ რეზოლუციისთვის არც შარშან დაუჭერია. ასევე, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და სერბეთმაც.