გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი, 2026 წლის დადგომა მიულოცა.

მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, საპატრულო პოლიციისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის შრომის მნიშვნელობას, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას  უზრუნველყოფენ.

მინისტრთან ერთად უწყების სხვადასხვა დანაყოფში, მისი მოადგილეებიც იმყოფებოდნენ.