ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდა.

ჯეი დი ვენსთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

მანამდე, შეჰბაზ შარიფი ირანის დელეგაციასაც შეხვდა.

ცნობისთვის, დღეს პაკისტანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.