ჩვენ წინაშე არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას, ზელენსკი თუ მე - ვიქტორ ორბანი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 77
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.
„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე.
უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
No article in the selected categories
