რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა - თავდასხმებზე ვუპასუხებთ - ზელენსკი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 86
სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეალური მოძრაობა ჯერ, სამწუხაროდ, არ არის, რუსეთს არ უნდა მშვიდობისკენ სვლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ზელენსკის თქმით, არსებული ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთი არ არის მზად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის.
“დღეს ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდის ანგარიში იყო, რომელიც აშშ-დან დაბრუნდა. რეალური მოძრაობა ჯერ, სამწუხაროდ, არ არის - რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ, აშშ-მა, ევროპელმა პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რუსეთი რეალურად დაინტერესდეს დიპლომატიური პროცესით და არა მხოლოდ დროის გაწელვით ან ეკონომიკური სარგებლის მიღებით.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მიზანი მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა პასუხს გასცემს.
"და არა ისე, რომ უბრალოდ ნავთობით იშოვონ მეტი ფული და მეტი დრო მოიგონ შემდგომი თავდასხმებისთვისა და აგრესიებისთვის. მშვიდობა მყარი უნდა იყოს - ეს არის ჩვენი მიზანი, და ეს იქნება. ხოლო თავდასხმებზე ვუპასუხებთ. აუცილებლად,” - განაცხადა ზელენსკიმ.
No article in the selected categories
