ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 88
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები, შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.
ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ - ამბობს ნეთანიაჰუ.
„დღეს, ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი მიღწევების გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რათა ომის მიზნების მიღწევა შეთანხმების გზით მოხდეს - შეთანხმების, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“. ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს განაგრძობს“.
No article in the selected categories
