აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 94
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ლიბანში. ქვეყანაში თუ იმყოფებით, გაემგზავრეთ ლიბანიდან ახლავე, ვიდრე კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია“, – აღნიშნულია ბეირუთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიბანში ახლა ვითარება არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, განსაკუთრებით კი, ბეირუთის სამხრეთით.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ბეირუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
No article in the selected categories
