ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს - ირანის პრეზიდენტი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 170
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან საჯარო ქონებას.
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ირანის მტრები ცდილობენ ქაოსისა და არეულობის დათესვას.
„ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ. ვინმე, ვინც ამ ქვეყანას ეკუთვნის, თუ რამეს აპროტესტებს, ჩვენ ამ პროტესტს ვუსმენთ და ვაგვარებთ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, მოუსმინოს თავის ხალხს.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი საშუალებით მოვაგვაროთ ეკონომიკური პრობლემები“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი მედიასთან ინტერვიუში.
ამასთან, მასუდ ფეზეშქიანმა არეულობაში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა.
„შეერთებული შტატები და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს და ეუბნებიან – წადით, ჩვენ მხარს გიჭერთ. იგივე ადამიანები, რომლებმაც დაარტყეს ამ ქვეყანას და მოკლეს ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები. ოჯახებს ვთხოვ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ახალგაზრდა შვილები შეუერთდნენ არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა
No article in the selected categories
