დონალდ ტრამპმა ნარკოტიკული ნივთიერება „ფენტანილი“ მასობრივი განადგურების იარაღად გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ნარკოტიკული ნივთიერება „ფენტანილი“ მასობრივი განადგურების იარაღად გამოაცხადა, რაც აშშ-ის ხელისუფლებას სინთეტიკური ნარკოტიკების გადაზიდვასთან საბრძოლველად დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ტრამპის განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ „ფენტანილი“ ყოველწლიურად ათობით ათასი ამერიკელს კლავს, ის ფაქტი კი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები „ფენტალინით“ ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ, ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

ოვალურ კაბინეტში საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში საზღვაო გზით ნარკოტიკების იმპორტი 94%-ით შემცირდა და ამჟამად აკრძალული ნივთიერებები ქვეყანაში სახმელეთო გზით ხვდება, რაც ტრამპის თქმით, „აშშ-ისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს“.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, „ფენტანილი“ მასობრივი განადგურების იარაღად გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან უპრეცედენტო მოვლენაა. ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ-ი აგრძელებს დარტყმებს კარიბის ზღვის რეგიონში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართულ გემებსა და ნავებზე, რითაც ასევე ზეწოლას ახდენს ვენესუელაზე და მის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ნივთიერების მასობრივი განადგურების იარაღად გამოცხადება დამატებით ლეგალურ უფლებამოსილებას მისცემს აშშ-ს, სამხედრო ძალა გამოიყენოს ვენესუელის წინააღმდეგ