ვიზიტორებისთვის დღეს ლუვრი დაკეტილია - თანამშრომლები უვადოდ გაიფიცნენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 58
ლუვრის თანამშრომლებმა ორშაბათს დილას პროფკავშირების კრებაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი უვადო გაფიცვას. პროტესტი 19 დეკემბერს პარიზის დროით დილის 9 საათზე დაიწყო, როგორც ერთ-ერთი პროფკავშირის წარმომადგენელმა მედიას განუმარტა გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი, რის გამოც დღეს ლუვრი ჩვეულ რეჟიმში დამთვალიერებლებს ვერ უმასპინძლებს.
ლუვრის ცნობილი პირამიდის წინ შეკრებილი თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუარესებას, გაუმართავ უსაფრთხოების სისტემის აპროტესტებენ, ითხოვენ დამატებით პერსონალს და ზომების მიღებას, რათა დამთვალიერებლების დიდ რიცხვებს გაუმკლავდნენ.
ლუვრის მონახულება "ნამდვილ დაბრკოლებების ველად იქცა", მუზეუმი "კრიზისშია", არასაკმარისი რესურსებითა და "სულ უფრო გაუარესებადი სამუშაო პირობებით", - ამ ტექსტით მიმართეს პროფკავშირებმა საფრანგეთის კულტურის მინისტრ რაშიდა დატის აქციების დაანონსებისას გასულ კვირას.
მიუხედავად გაფრთხილებისა დილიდან ასობით ვიზიტორი იდგა რიგში ლუვრის შესასვლელთან. ლუვრის ადმინისტრაციამ მცდელობების მიუხედავად ვერ შეძლო თანამშრომლების მობილიზაცია და მუზეუმი დღეს ვიზიტორებისთვის დახურული დარჩება.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ლუვრი ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო, "მონა ლიზას" ნახვა გვინდოდა", — ამბობს 37 წლის მინსუ კიმი, რომელიც სეულიდან პარიზში მეუღლესთან ერთად თაფლობისთვის ჩავიდა.
ნატალია ბრაუნმა, ლონდონელმა ტურისტმა ასევე გამოხატა თავისი უკმაყოფილება - "მესმის რატომ გაიფიცნენ, თუმცა ჩვენთვის ნამდვილად ცუდი დამთხვევაა".
პროფკავშირების წარმომადგენელმა კრისტიან გალანიმ განმარტა, რომ "დღეს უფრო მეტი თანამშრომელია გაფიცული, ვიდრე ჩვეულებრივ", "მკვლევრები, კოლექციის მენეჯერები, კურატორები და ჩვენი კოლეგები ვორქშოპებში, ყველა გეგმავს გაიფიცოს".
ცნობისთვის, ლუვრიდან 19 ოქტომბერს ქურდებმა $102 მილიონად შეფასებული საიმპერატორო სამკაულები გაიტაცეს. 17 ნოემბერს სტრუქტურული პრობლემების გამო ლუვრის ერთ-ერთი გალერეა და მის ზემოთ განთავსებული ადმინისტრაციის განყოფილება დაიხურა. ხოლო გუშინ 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტური სიძველეების განყოფილებაში ჩასულმა წყალმა 400 წიგნი დააზიანა.
No article in the selected categories
