სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში, სიდნეიში პლაჟზე სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ 11 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი.

სამართალდამცველების თქმით, პლაჟზე ხანუქისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც სულ მცირე 200 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა პოლიცია ვერ ადასტურებს, რომ ინციდენტი ამ ღონისძიებასთან არის დაკავშირებული.

ერთ-ერთი მსროლელი მოკლულია, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.