მარნეულში მკვლელობა მოხდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 148
მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.
No article in the selected categories
