დუშეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 2 პირია დაკავებული - შსს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 179
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
No article in the selected categories
