გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 132
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა სტრატეგიული ობიექტების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესრულებული სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა.
გეკა გელაძემ, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ ობიექტებზე სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა თუ აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე, იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში, სადაც ახლად გარემონტებული შენობა და თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები დაათვალიერა.
გარდა ამისა, გეკა გელაძე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურსაც ეწვია და ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ვოლიერების სარემონტო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში, გეკა გელაძესთან ერთად, მინისტრის მოადგილეები - მარიამ ტაბატაძე და შალვა თადუმაძე იმყოფებოდნენ.
No article in the selected categories
