სამგორის გამგეობის ორგანიზებით რაიონის მასშტაბით ძიუდოს ტურნირი „სამგორის თასი“ გაიმართა

სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს და სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. 

გამგეობის ორგანიზებით, ამჯერად, რაიონის მასშტაბით კლუბებს შორის ძიუდოს ტურნირი “სამგორის თასი" გაიმართა.  

ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ვაუჩერები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ზაქარია წიკლაურმა გადასცეს.