სამგორის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 69
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად მიხეილ ცისკარიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3 650 კვ.მ ფართობზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
პროექტის საორიენტციო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.
No article in the selected categories
