I კვარტალში ექსპორტი $1.7 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, I კვარტალში ექსპორტი ჯამურად 1.72 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

უფრო დეტალურად, ექსპორტში პირველ ადგილს კვლავინდებურად 365 მილიონი დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილს ექსპორტში იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 208 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 698%-ით არის გაზრდილი. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და მის მიერ პროდუქციის ექსპორტის დაწყებასთან. ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 170 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 221%-ით არის გაზრდილი. მეოთხე პოზიციაზეა ფეროშენადნობები 76 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 94%-ით გაიზარდა, მეხუთე ადგილს კი სპილენძის მადნები იკავებს 66 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება სხვა საქონელს, ღვინის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა 56 მილიონ დოლარამდე, თხილის და კაკლის ექსპორტი კი 63%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი
#    საქონელი    მლნ დოლარი    ზრდა/კლება წინა წელთან
1    მსუბუქი ავტომობილები    $365 მლნ დოლარი;    -27%
2    ნავთობი და ნავთობპროდუქტები    $208 მლნ დოლარი;    698%
3    ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები    $170 მლნ დოლარი;    221%
4    ფეროშენადნობები    $76 მლნ დოლარი;    94%
5    სპილენძის მადნები და კონცენტრატები    $66 მლნ დოლარი;    169%
6    სპირტიანი სასმელები    $56 მლნ დოლარი;    2%
7    ყურძნის ნატურალური ღვინოები    $53 მლნ დოლარი;    6%
8    თხილი და სხვა კაკალი    $49 მლნ დოლარი;    63%
9    მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ)    $47 მლნ დოლარი;    10%
10    ოქრო (დაუმუშავებელი ან ფხვნილის სახით)    $44 მლნ დოლარი;    57%
11    დანარჩენი საქონელი – სულ    $591 მლნ დოლარი.    8%