The Trump Organization- თან თანამშრომლობით, საერთაშორისო დეველოპერული ჯგუფი - Biograpi Living, Archi Group, The Sapir Organization, BLOX Group და Finvest Georgia - თბილისში Trump Tower-ის პროექტს იწყებს,"- ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ცათამბჯენი გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, მაღალი კლასის სავაჭრო სივრცეებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.
პროექტი რეგიონში პირველი Trump- ის ბრენდირებული ინვესტიცია იქნება.
დაგეგმილია, რომ შენობა დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და დასრულების შემდეგ საქართველოს ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
"ტრამპის სახელი გახლავთ უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების სინონიმი მთელს მსოფლიოში, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი გახლავთ ამ მემკვიდრეობის ნაწილი. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის ამ გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია, განსაკუთრებით მადლიერები ვართ, რომ ასეთ სასახელო და პროფესიონალ დეველოპერებთან ვთანამშრომლობთ"- ამბობს ერიკ ტრამპი
