საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს, ვერცხლის, პლატინის, სპილენძის და ყველა სხვა მეტალის შეფასება მკვეთრად ეცემა.
ერთ დღეში ოქროს ვარდნის მაჩვენებელი 6%-ს აღწევს, ვერცხლი 14%-ით არის გაუფასურებული, ხოლო პლატინამ 12%-იანი კორექცია განიცადა.
საერთო ჯამში, მეტალების ბაზრიდან თითქმის $6 ტრილიონის კაპიტალიზაცია გაქრა, რაც დღევანდელ სავაჭრო სესიას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურად აქცევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, კორექცია ბაზრის ზედმეტად გადახურებას და პოტენციური სპეკულაციური ბუშტის გაჩენას უკავშირდება, რადგან ვერცხლის 220%-იანი წლიური ზრდა და ოქროს 80%-იანი აღმასვლა ნორმალური საბაზრო დინამიკის ნაწილი არ არის.
