საქართველოში იმპორტირებული ზეთის ღირებულება გაძვირდა

საქართველოში ზეთის იმპორტი გაძვირდა – BPN საქსტატზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმპორტირებული ზეთის ღირებულება 25.4%-ით არის გაზრდილი .

კერძოდ, 2025 წელს იმპორტირებულია 45 345 ტონა მზესუმზირის ზეთი, რომლის ღირებულებაც 68.519 მილიონი დოლარი იყო. 2024 წელს საქართველომ 47 838 ტონა ზეთი შემოიტანა, რომლის ღირებულებაც 54.637 მილიონი დოლარი იყო. 

ამ მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ზეთის იმპორტი 36%-ით გაძვირდა.

გასულ წელს თუ 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.5 დოლარი იყო,
2024 წელს ფასი 1.1 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის 83% რუსული იყო. კერძოდ, 2025 წელს რუსეთიდან 56.874 მლნ დოლარის ღირებულების 37 498 ტონა ზეთი შემოვიდა.

ამასთანავე, რუსეთიდან ზეთის იმპორტი წლის ჭრილში 27.6%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წელს ამ ბაზრიდან 44.572 მლნ დოლარის ღირებულების 41 792 ტონა ზეთი შემოვიდა