ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 7 პუნქტი ჯამში 92 000 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის არარსებობა ან არასათანადო ფუნქციონირება - შიდა დოკუმენტაცია შეიცავდა არსებით ხარვეზებს და ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით დადგენილ მოთხოვნებს.
- პროგრამული (ელექტრონული) სისტემების ხარვეზიანი ფუნქციონირება, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა:
-
-
საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა;
-
კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.
-
- შიდა ინსტრუქციების არარსებობა, რომლებიც აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ვალდებულებების შესასრულებლად.
- ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა, რაც არღვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის წესს.
- ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებში არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის განმეორებით შემთხვევებში.
დაჯარიმებული სუბიექტების ჩამონათვალი ასეთია:
- შპს „რამაზი“ - 6 000 ლარი;
- ინდივიდუალური მეწარმე „დიმიტრი ქურციკაშვილი“ - 13 000 ლარით;
- ი.მ „გოჩა ბოლქვაძე" - 13 000 ლარით;
- ი.მ „ლევან მეხრიშვილი“ - 13 000 ლარით ;
- ი.მ „ნინო მორბედაძე“ - 15 000 ლარით;
- ი.მ „გურამ გასვიანი“ - 16 000 ლარით;
- შპს „ლიკუნა“ - 16 000 ლარით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.
