სროლა თეთრი სახლის კორესპონდენტების მიღებაზე სადაც დონალდ ტრამპი იმყოფებოდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 220
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანიც.
სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია თავად თავდამსხმელი.
