ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია - მაკრონი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 124
ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, – ამის მის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვისთვის „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიხსნას. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობით გამოწვეულმა პანიკამ, შესაძლოა, თავად გამოიწვიოს დეფიციტი.
„ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო,“ – აღნიშნა მაკრონმა.
მედიის ინფორმაციით, ათზე მეტმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს საერთაშორისო მისიას, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.
საერთაშორისო მისია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების დაცვას უზრუნველყოფს.
No article in the selected categories
