ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 42
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„პემ ბონდი დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარია, რომელიც გასული წლის განმავლობაში თავდადებით მსახურობდა ჩემს გენერალურ პროკურორად. პემმა უდიდესი სამუშაო გასწია მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლის კუთხით, რის შედეგადაც მკვლელობების რაოდენობამ 1900 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე იკლო. ჩვენ გვიყვარს პემი; ის გადაინაცვლებს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ სამუშაოზე კერძო სექტორში, რის შესახებაც ახლო მომავალში გამოცხადდება. ხოლო ჩვენი გენერალური პროკურორის მოადგილე, ძალიან ნიჭიერი და პატივსაცემი იურიდიული გონება, ტოდ ბლანში დაიკავებს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
