ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი და ფავორიტი, ტალონ გრიეკ სპოორი ორ სეტში 6-4, 6-0 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ორი ეისი მიითვალა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ფინალი დღეს გაიმართება და ქართველის მეტოქე ფრანგი ჯოვანი მპეტში იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერია.