ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალ გზაზე მაგამედ ბორჩაშვილი, არის ზარაგკასი, ეეტუ იჰანამაკი და ზელიმ ტცკაევი დაამარცხა.

აღნიშნული ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ტატო გრიგალაშვილისთვის მეექვსეა. 2020, 2022 და 2024 წლებში ის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023 და 2025 წლებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2026 წლის კონტინენტის პირველობაზე გრიგალაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოუტანა.