სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ში „ოლ სტარით“ გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. კანადელები ჩიკაგოს ესტუმრნენ და 110:101 გაიმარჯვეს.
„ტორონტოს“ მოგება დიდწილად განაპირობა ბრენდონ ინგრემის კარგმა თამაშმა. მან 31 ქულა ჩააგდო.
მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 16 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
„რეპტორსს“ 33 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
