ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპრაზეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ დევისმა და სმოლკინმა 78.67 ქულა დაიმსახურეს და 28 წყვილს შორის მეექვსე ადგილზე გავიდნენ.
საქართველოს ნაკრების წევრები თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს გამოვლენ.
დღეს ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს – პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი 22:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
