ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.

დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.

საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე

ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე

წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.

17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი(„იბერია“ თბილისი)

ვერცხლის  მედალი – ლუკა შარიქაძე(„დინამო თბილისი“)

ოქროს მედალი – ანდრია ბართიშვილი(„კოლხეთი“, ფოთი)

19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი)

ვერცხლის  მედალი – გიორგი გვასალია(„დინამო თბილისი“)

ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი(„დინამო თბილისი“)