შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ 2025 წელს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) ბოლოჯერ განაახლა.
კლასიფიკაციაში ორი ქართველია – მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონი ილია თოფურია და სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.
წინა განახლებასთან შედარებით, რეიტინგში დვალიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა და მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო ილია თოფურია კვლავ მეორე ადგილზე რჩება. პირველ ადგილზეა ქვესაშუალო წონის (77კგ) ჩემპიონი ისლამ მახაჩევი.
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:
- ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
2. ილია თოფურია (საქართველო)
3. ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
4. ალექს პერეირა (ბრაზილია)
5. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
6. პიოტრ იანი (რუსეთი)
7. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
8. ტომ ასპინალი (ინგლისი)
9. ალეშანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
10. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
11. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
12. ჯოშუა ვანი (მიანმარი)
13. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
14. ჯეკ დელა მადალენა (სამხრეთ აფრიკა)
15. არმან ცარუკიანი (სომხეთი)
