შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. გეკა გელაძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც მესაზღვრე კონტროლიორებს, ასევე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.