15 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.
წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმის ალბათობა საკმაოდ დიდია. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს. +26 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანია ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +20, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.