მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 14 მაისიდან მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, სამი კი დაიღუპა. მესამე დაღუპული, ვისი ცხედარიც დღეს იპოვეს - გიორგი შამუგიაა.