ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა - ცოტნე ივანიშვილი

საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლებისადმი პატივისცემის დღეს. მრავალს დაესწარით! ვულოცავ სრულიად საქართველოს.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს. სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი მშობლებისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.