გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ბუნებრივია, ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.
„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი, რაც ძალიან გვიხარია. მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.
„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.
ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.