საქართველო დადექი! - დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქციაა დანონსებული. საღამოს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ხალხი სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ივანიშვილის გუნდის გადადგომის მოთხოვნით გამოდის.
რუსთაველის გამზირამდე აქციის მონაწილეების ნაწილი მარშით მივა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ამ წუთებში კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ისნის მეტროსთან იკრიბებიან. მშობლები გეგმავენ, მოქალაქეებს იმ გაზეთის ბოლო ნომერი დაურიგონ, სადაც მათი შვილების წერილებია ამოქვეყნებული.