მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლე ზვიად შარაძემ მამუკა ხაზარაძეს 8 თვე მიუსაჯა. მამუკა ხაზარაძე სასამართლოს არ ესწრებოდა. ის და ბადრი ჯაფარიძე, რომლის განაჩენი 5 საათზე გამოცხადდება „ლელოს“ ოფისში იმყოფებიან.

დღეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა ზურაბ ჯაფარიძის განაჩენიც - მას 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ხვალ, 24 თებერვალს გიორგი ვაშაძის განაჩენის გამოცხადებაა მოსალოდნელი. 27 ივნისს გამოცხადდება გივი თარგამაძის განაჩენი. სასამართლო განიხილავს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებს.