აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს.

„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.