პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ბეჟან ობგაიძეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა.