მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე ღამის გათენებას აპირებენ - გზა გადაკეტილია

მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე ღამის გათენებას აპირებენ - გზა კვლავ გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები 21 წლის მათე დევიძის დაპატიმრებას აპროტესტებენ, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ დღეს ცნო.

“დღეს აქ ვრჩებით და ვუთენებთ მათე დევიძეს” - აცხადებენ ახალგაზრდები.

აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილის განცხადებით, მათ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდანაც შეუერთდებიან.

"ღამეს ვათენებთ, ამიტომ მოუწოდებთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სხვა თანამებრძოლებს, მოვიდნენ და ერთად ძალიან ბევრმა გავათენოთ ღამე სინდისის პატიმრებისთვის", - განაცხადა გიორგი ჟამერაშვილმა.

შეგახსენებთ: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.