ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 13 ივნისამდე გადაიდო

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო. . შემდეგი არსებითი განხილვის სხდომა 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, გადადების მიზეზი გვარამიას გამოუცხადებლობაა, და ადვოკატს მომდევნო სხდომისთვის შესაბამისი ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა. 

ადვოკატ ქეთი ჩომახაშვილის თქმით, გვარამია ამ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება.

გვარამიას 17 აპრილს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა 7 ივნისს იწურება.

გვარამიას საჯარო პოზიცია უცვლელია — გირაოს გადახდას არ აპირებს.